02:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 10:13:39, 863 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ფისკალური ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფა იგეგმება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტში ვკითხულობთ, ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და კრემლიდან მომდინარე გავლენის შეკავებას.

ამასთანავე, პროექტში წერია, რომ დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შემოწმებებისა და ბალანსის გამტკიცებას, კანონის უზენაესობას და უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას. ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს და შერიგების მცდელობებს, მათ შორის, აფხაზეთის რეგიონში.

„ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, ასევე რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. კერძო სექტორის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის პროუქტიულობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება იქნება ხელშემწყობი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებისა და რუსეთიდან მომდინარე მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics