07:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 11:03:15, 409 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის 26-ე ყრილობაზე საკუთარი პროექტები წარადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.

Zoom-ის პლატფორმაზე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორი მიმდინარე პროექტი: „მეორე მსოფლიო ომი ქართულ არქივებში", რაც ეროვნული არქივის ფონდებში ამ თემაზე დაცული დოკუმენტების გამოვლენას, ორენოვანი გზამკვლევის შექმნას, ომის მონაწილეთა მოგონებების გამოცემასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას გულისხმობს და „ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა", რაც ითვალისწინებს ქართული კინოკოლექციების დიგიტალიზაციასა და ციფრულ რესტავრაციას, ონლაინ კინოკატალოგის შექმნას და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისთვის ახალი შენობის მშენებლობას.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ჯობავა, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე და სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი დიმიტრი სილაქაძე.

ქართველმა მონაწილეებმა უცხოელი კოლეგები მიიწვიეს საქართველოს ეროვნული არქივის მე-6 საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე, რომელიც 2021 წლის 23-24 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ეროვნულ არქივი 2014 წლიდან არის საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics