10:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 16:49:27, 664 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ინსპექტორატის დირექტორი, ბრიგადის გენერალი რადიმ დრაგუნი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება ჩეხეთში წარგზავნილი საქართველოს პოლიციის ატაშეს მეშვეობით.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი იოსებიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დირექტორმა, რადიმ დრაგუნმა ხელი მოეწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული დოკუმენტი მხარეებს შორის სისხლის სამართლის დანაშაულების თავიდან აცილებას, გამოვლენას აგრეთვე, დისციპლინური წარმოების მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მეშვეობით, სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, სტრუქტურას და ფუნქციებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც იძიებს პოლიციელებისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილ დანაშაულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics