01:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 15:55:57, 713 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა პარლამენტის დარბაზში, თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ

ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის კონსტრუქციის აღებაზე კონსუნსის მიღწევა იქნება.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ისეთს ვიტყვი სისულელეს, არ დამცინოთ. ასეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცა მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლა იყო. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად, ამიტომ, გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოსწონს და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ.

გუშინ განათლების კომიტეტში იყო გიორგი კაკაურიძე მოსული და შემთხვევით ვისარგებლე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი რომ მოვიდა და ვკითხე, ამ კრიზისში რომ ვართ- მეთქი, გამოსვლის რამე ღონისძიება ხომ არ გაქვთ, რომელიც საჯაროდ არ ვიცითთქო. ბოლო 2 წელიწადში 8 მილიარდი გვაქვს ნასესხები, 1 ქართველი კაცი დაბადებიდან 72 წელი, ვიდრე იცოცხლებს, მაქსიმუმ მილიონ ლარს ქმნის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ჩვენ 8 ათასი ადამიანი მთელი ცხოვრებით მონებად გავყიდეთ, ფაქტობრივად. საერთოდ პრობლემა არ არისო, გიორგი კაკაურიძემ მითხრა. შალვა პაპუაშვილსაც ვკითხე, შენ რა აზრის ხარ მეთქი და შალვა პაპუაშვილმა მითხრა, რომ ეგ შეიძლება ჩვენი კომპეტენცია არ არისო. მე კიდევ რას გეტყვით იცით, ჩემი აზრით, ამ დარბაზის კომპეტენციაა ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს თუ სამოთხედ გადააქციოს და მართლა შეგვიძლია ჩვენ რომ გვჯეროდეს, მაგ გადაწყვეტილებების მიღების უნარი გვაქვს, რაც მართლა რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. ხოდა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსესუნსით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics