01:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 15:08:10, 461 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა​

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საჭირო ინფორმაციის  მიღება და დამუშავება ელექტრონულად  გახდება  შესაძლებელი. ასევე,  იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამართლებრივ მომსახურეობას უზრუნველყოფს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ლევან გოგოძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა , ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  ირაკლი ელიაშვილმა და  ციფრული მმართველობის სააგენტოს   თავმჯდომარემ გიორგი მეჟლუმიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics