|
2021-05-21 12:16:32, 421 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარში „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარში „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მიიღო მონაწილეობა. რეგიონული ვებინარის ორგანიზატორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (FAO REU), FAO-ს საინვესტიციო ცენტრთან თანამშრომლობით. ვებინარაზე, მონაწილეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების, ჩაის წარმოებაში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები და FAO-სა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის შედეგები განიხილეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. „საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად, საბჭოთა ქვეყნების ჩაით მომარაგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ეკავა. საქართველოში, ჩაის პლანტაციებს 65 000 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. დღეის მდგომარეობით, გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩაის სექტორის აღორძინება. მომავალ წლებში, აქცენტი ქართული ჩაის ხარისხობრივ ზრდაზე გაკეთდება”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ინამ ქარიმოვი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, World Bank), შესაბამისი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და ჩაის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)