00:24 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 17:06:20, 650 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა.

გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილზეც გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და საერთშორისო სამხედრო წვრთნებს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას უახლოეს თვეებში საქართველოში, ბრიტანული გემის შემოსვლის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის უწყების ბრიტანელი მრჩეველი, კლერ მაკიანი დაესწრო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics