14:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 15:17:03, 446 ნახვა

საზოგადოება
პეტრას ციხის ინფრასტრუქტურა განახლდა

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა და დღეიდან ისევ შეძლებს  უმასპინძლოს ვიზიტორებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა.

,,დღეს უკვე განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიხარია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. ასევე, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად აჭარისთვის ახალი, განახლებული ტურისტული მიმართულება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics