|
2021-05-18 09:19:51, 519 ნახვა
საზოგადოება
იოსებიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხაძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან. ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან. მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით, გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)