16:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 13:03:13, 471 ნახვა

საზოგადოება
დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია

ამ წუთებში, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “ATM” ეცნობიან. მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს.  

აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები დუბაიდან თბილისის მიმართულებით. ამ ეტაპზე, „დუბაი-თბილისი“ ფრენებს ასრულებს Fly Dubai და Air Arabia, რომელსაც ზაფხულიდან „დუბაი-ბათუმი“-ს მიმართულებაც დაემატება.

დღეს, საქართველოს სტენდს სტუმრობდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, რომელიც გამოფენის მიმდინარეობითა და გამოფენაში საქართველოს ჩართულობით დაინტერესდა.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 62 ქვეყნიდან მონაწილეობენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ კომპანიების წარმომადგენლებთან. დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics