11:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-16 11:31:01, 963 ნახვა

მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა

ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარის სახლი დაბომბა, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, აღნიშნული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებების პარალელურად თავდასხმები თელ-ავივის მიმართულებით „ჰამასმაც“ განახორციელა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ „ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, „ალ-ჯაზირასა“ და „ასოშიეთიდ პრესის“ ოფისებიც დაიბომბა.

„ბიბისის“ ცნობით, შენობაში მყოფი პირებისთვის ავიაიერიში შესახებ ინფორმაცია დროულად გახდა ცნობილი და შედეგად მოქალაქეების დროული ევაკუაცია მოხდა.

როგორც BBC იუწყება, ადგილზე მედიის ოფისების გარდა, საცხოვრებელი ბინებიც იყო, ხოლო დაბომბვის შედეგად შენობა სრულად განადგურდა.

ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში სულ 153 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორისაც 42 ბავშვია. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics