19:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 15:42:24, 700 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ, გადავხედავთ ე.წ კომენდატის საათს

როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ, გადავხედავთ ე.წ კომენდატის საათს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში უკვე გამოჩნდნენ ტურისტები, თუმცა ეს არ არის სრულყოფილი მანამ, სანამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები.

„დაინახავთ უკვე ჩვენ ქუჩებში ტურისტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი მანამ, სანამ არსებობს ღამის საათების შეზღუდვა ან შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვა. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ საკოორდინაციო საბჭოზე, რომ როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ და არის ახლა ამის ნიშნები, პირველივე შემთხვევისას, შესაძლებლობისას, შევამცირებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუვას შაბათ-კვირის სარესტორნო ინდუსტრიაზე და არსებითად გადავხედავთ ე.წ კომენდატის საათს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics