19:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 11:19:06, 449 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ატაშეს გუილერმო კესლერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ატაშეს გუილერმო კესლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ქვეყნებს შორის წარმატებული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე გაამახვილა.

გუილერმო კესლერის განცხადებით, საქართველო მრავალმხრივი პოტენციალის მქონე ქვეყანაა  და, შესაბამისად, არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, ესპანეთის სამეფოსთვის საქართველო საიმედო და საინტერესო პარტნიორია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics