23:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 11:50:26, 625 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე - აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics