22:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 13:05:21, 685 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიას ეთაკილება თქმა, რომ სტრასბურგში სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს

ნიკა მელიას ეთაკილება იმის თქმა, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სარჩელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, თუ რაოდენ არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლები.

„საერთო ჯამში, ესეც აჩვენებს, რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს ჩვენი ოპონენტები. ნიკა მელიამ რომ დაწერა, ეს საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, სინამდვილეში საქმის განხილვა თუ იქნება, იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც ჩანს, მას ამის თქმა ეთაკილება, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაზისუბანში ხანძარს ქალი ემსხვერპლა
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics