22:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 11:03:32, 487 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრმა აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის ბიუროს უფროსი მრჩეველი მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში – მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ – დააჯილდოვა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი – კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი – რებეკა ჰანტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მაიკლ ტერნერს, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან არის მოვლენილი, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და კინოლოგიური სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

მაიკლ ტერნერმა ვახტანგ გომელაურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროექტებს ახორციელებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაზისუბანში ხანძარს ქალი ემსხვერპლა
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics