|
2021-05-11 17:18:15, 807 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ ბელადი სააკაშვილი ეტყვის, რომ შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, შემოვლენ
თუ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა შემოვლენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი, რაც არის რადიკალიზაცია და დესტრუქცია. „შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დამოკიდებულია სრულად ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ეს არის მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი. თუ ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ, რა თქმა უნდა შემოვლენ პარლამენტში, თუმცა სადაც არ უნდა იყვნენ, მათ აქვთ ერთი დღის წესრიგი, ეს არის რადიკალიზაცია და დესტრუქცია. ამ რადიკალიზაციის მცდელობის სურვილი ჰქონდათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც მათ ევროკავშირმა არ მისცა, აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის გეგმავდა მელიას მეშვეობით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)