15:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 16:03:51, 1841 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს

საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ადრეული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე გამოყენების საკითხის მთავრობასთან განხილვას.

„მოგეხსენებათ, „სინოვაკის“ 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობისგან. ჯერჯერობით „სინოვაკის“ გამოყენება არ ხდება, რადგან არის დათქმა, რა პირობითაც ქვეყანაში „სინოვაკი“ შემოვიდა. იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის „სინოვაკთან“ მიმართებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა არის სტრატეგიული ექსპერეტბის ჯგუფის შუალედური, ძალიან კარგი, დადებითი დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ, ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ ორივემ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების შესახებ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics