21:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 13:58:39, 646 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი ბარბაროსული ინიციატივაა, რომლის მიღებაც ქვეყნისთვის საზიანოა.

უდუმაშვილმა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პარტიაში ჯერჯერობით არ ყოფილა.

„ამნისტიის კანონის იმ ფორმით მიღება, რომელიც დღეს არის დარეგისტრირებული პარლამენტში და განსაკუთრებით ეს არის „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, ეს არის მართლაც ბარბაროსული ინიციატივა, რომლის მიღება იქნება სერიოზული ზიანის მომტანი ზოგადად ქვეყნისთვის. ბუნებრივია, თუ ამ კანონპროექტის განხილვა შეწყდება და შეჩერდება, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

ჯერ პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. ეს შეგნებულად მოხდა იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე ამ საკითხზე მსჯელობა წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics