20:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 13:56:21, 725 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე.

მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics