20:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 12:47:38, 553 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების კონტროლს დღემდე სერიოზული შეზღუდვების გარეშე ახერხებს.

„ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი დღიური ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია მეტი ვაქცინაცია წავახალისოთ. იცით, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის ინდუსტრია ამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად დაიწყო პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics