|
2021-05-08 17:14:48, 993 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელია საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, ახლა პროცედურა ხელისუფლების ხელშია. „დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მიერ იქნა გადმორიცხული თანხა, თუმცაღა, არც ნიკა მელია, არც ჩვენ, მისი ადვოკატები აღნიშნულ პროცედურაში, ანუ ხელისუფლებას, ევროკავშირსa და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დეტალები. რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არის ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა, ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ეს არის სამართლებრივი პროცედურა, თუმცაღა როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)