22:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 14:06:16, 663 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ქვეყანაში სიკვდილიანობაც არის მოსალოდნელი

განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ ეტაპზე, 1500-მდე თავისუფალი საწოლია.

„განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 5 910 საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში.

ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. რაც შეეხება იმუნიზაციის პროგრამას, ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“,. გუშინ 800-მდე მოქალაქე აიცრა „სინოფარმით“. აქტიურია დაჯავშნა და „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გადაწყვეტა და გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics