08:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 09:16:51, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გომელაური აცრას ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარებს.

„5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილი იგივე კლინიკაში აცრას 16:00 საათზე გაიკეთებს.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics