|
2021-04-29 18:19:45, 837 ნახვა
რეგიონი
ე.წ. ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ სოციალურ პროექტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ ოცნების ქალაქის შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე კონკურსი ცხადდება და ოცნების ქალაქის მშენებლობა გაგრძელდება. „ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს ოცნების ქალაქის მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა აქტიურად ხორციელდება. დღეს უკვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაიწყება. პირველ ეტაპზე ვახდენთ 582 ოჯახის დაკმაყოფილებას, თუმცა პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ოჯახიც არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით და უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. ე.წ ოცნების ქალაქის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული. ე.წ „ოცნების ქალაქის“ მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპი 582 ბინას მოიცავს. ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)