01:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 16:10:10, 612 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები არ იმუშავებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.

აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამასთან, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2021 წლის, 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge

დამატებით გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისი სითხეებით სრულად მუშავდება, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics