01:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 15:14:49, 402 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, აფთიაქის ინსპექტირებისას, დიდი ოდენობით გადამალული ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას,  მაცივრის ძრავთან გადამალული, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული, ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას.

როგორც სააგენტოში განმარტავენ დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ  აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს.

დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.

2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 189 ღონისძიება განხორციელდა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics