21:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 13:28:16, 859 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება.

როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას, პროკურატურასა და სასამართლოს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ, რომ ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

„ხვალ, 29 აპრილს 11:00 საათზე ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ხელისუფლებას, პროკურატურას და სასამართლოს აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკანონო პატიმრობიდან. მათ შეუძლიათ, რომ მიმართონ შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვონ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. სასამართლოს შეუძლია, წერტილი დაუსვას ამ უკანონო პატიმრობას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას ბრალი ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics