|
2021-04-27 19:05:34, 619 ნახვა
სამართალი
გიორგი რურუა - მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა და მწამს
მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა და მწამს, - ამის შესახებ „მთავრი არხის“ მეწილემ, გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპატიმროში წელიწადნახევარი ტყუილი ბრალდებით გაატარა. „მინდა მადლობა ვუთხრა ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში - შაჰინსა და რიშს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, კუბილიუსს, ანა ფოტიგას, მარკეტა გრეგოროვას და სხვებს. რაც მთავარია პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. არ ვიცი რატომ, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია - ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი რურუამ. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ხელი დაახლოებით, 2 საათის წინ მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)