18:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 14:25:03, 709 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მივდივარ კანცელარიაში და ვაბარებ განცხადებას, რომ ნიკა მელიას მონახულების უფლება მომცენ

მივდივარ კანცელარიაში და ვაბარებ განცხადებას, რომ ნიკა მელიას მონახულების უფლება მომცენ, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, სწორი იქნება.

„ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კონსულტაციები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენ ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მუშაობას კანონპროექტზე და შემდგომ ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება ინიცირება. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოზიციაა, არანაირი ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზიანებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება დაიცვას. რაც შეეხება დანარჩენს, ამნისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი. მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მისი გირაოს დაფარვას, ეს იქნება სწორი. ევროკავშირის მიერ ამ გირაოს დაფარვა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ნიკა მელიას აღიარებს პოლიტპატიმრად, მათ შორის იმ დოკუმენტში, რომელიც არის ხელმოწერილი. თუ ის გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ იქნება სწრაფად მისაღები. ამიტომ, ვაპირებ ნიკასთან მისვლას საპატიმროში და მასთან საუბარს. მივდივარ კანცელარიაში, ვაბარებ ჩემს განცხადებას, რომ მომცენ მისი მონახულების უფლება. იმედი მაქვს, რომ დღესვე შევძლებ მის მონახულებას",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics