|
2021-04-26 17:54:55, 473 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე - არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს
არავინ აპირებს, რომ ჯალათებს რამე აპატიოს, - ამის შესახებ პარტია „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან. „ისეთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ რამე შედეგით დასრულებულიყო. უბრალოდ კონსულტაცია იყო იმის თაობაზე, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას ამნისტიასთან დაკავშირებით. პოზიციები იგივეა, რაც იყო აქამდეც. არავინ აპირებს, რომ ჯალათებს რამე აპატიოს. ამიტომ, აქ მთავარი კითხვაა ის, მოხდება თუ არა პოზიციების შეჯერება და იქნება თუ არა საბოლოოდ ერთიანი დოკუმენტი, რომელზეც „ოცნებაც“ და ოპოზიციაც თანხმობას განაცხადებს. ამ წუთის მდგომარეობით, საჯარო განცხადება რაც მოვისმინეთ „ოცნების“ წარმომადგენლების, ჯერჯერობთ არ ჩანს იმის პირი, რომ ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება შესაძლებელი იყოს, თუმცა, შეიძლება კიდევ იყოს „ოცნებასთან“ კომუნიკაცია და შეიძლება იქ რაიმე შეიცვალოს. ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რაც არის, ეგ არის. ამიტომ, შესაძლოა დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან. ოპოზიციას ვერსიაში არც ერთ ჯალათს და არც ბრძანების გამცემებს არაფერი ეპატიება. ისინი ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს, ეს არის სხვაობა. თუმცა, ეს ასე ვერ იქნება. დაწერილი ტექსტი ჯერ თვალით ნანახი არავის აქვს. ჯერ დაწერონ რამე და მერე ვნახოთ“,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)