04:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 16:29:06, 639 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლფონდი, დღეის მდგომარეობით, საკმარისია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლფონდი, დღეის მდგომარეობით, საკმარისია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანაში დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად იზრდება მობილიზება ჯანდაცვის სექტორშიც. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში. მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევები დაახლოებით 14 ათასამდეა. გასული მეორე ტალღის პერიოდში აქტიური შემთხვევები 31 ათასი იყო. ეს იყო მაქსიმალური პიკური მაჩვენებელი. ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, დაახლოებით 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რომელიც გვაქვს არის სრულად საკმარისი. მეტი დატვირთვაა თბილისზე, სხვაგან საბედნიეროდ უკეთესი მდგომარეობაა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics