|
2021-04-25 15:58:56, 700 ნახვა
კომენტარი
ილია მეორე - მეორედ მოსვლა გარდაუვალია, უნდა ვიფიქროთ, როგორ შევხდებით მას
„მეორედ მოსვლა გარდაუვალია, უნდა ვიფიქროთ, როგორ შევხდებით მას“, - ამის შესახებ წირვის დროს ილია მეორემ განაცხადა. მან ასევე აღნშნა, რომ ყველამ უნდა იპოვოს თავისი გზა. „ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას. მეორედ მოსვლა გარდაუვალია. „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“. აი, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი… ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, - განაცხადა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)