|
2021-04-24 17:10:51, 811 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში თავს დამარცხებულად თვლის
თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თალაკვაძის გადადგომით აღიარა, რომ ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა. „თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში. დიახ, დამარცხებულად თვლის თავს იმიტომ, რომ მას მოუწია ეღიარებინა, რომ ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები; დამარცხებულად თვლის თავს იმიტომ, რომ მას მოუწია დათანხმება ამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმზე; დამარცხებულად თვლის თავს იმიტომ, რომ მას მოუწია ეღიარებინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და ფაქტობივად ხალხის ხმით რეფერენდუმი ჩაიდო ამ შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკურ საქმინობას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოზიციაზე განაგრძობს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)