17:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 13:11:19, 715 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „თვალის ამოთხრაზე“ ამნისტიის კანონი ვერაფრით ვერ გავრცელდება

შევეცდები ავუხსნა დაზარალებულებს, რომ თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, 19-21 ივნისის საქმეზე არც ერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

„არც ერთი ადამიანი არ არის პასუხისმგებაში მიცემული, რომელსაც ეს დანაშაული აქვს ჩადენილი, იმიტომ რომ, ყველამ კარგად იცის, მსუბუქი მუხლით ვერ მოხდება მათი გასამართლება. დაზარალებულებს თანავუგრძნობ და მე ავუხსნი, შევეცდები ავუხსნა დეტალურად, რომ თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics