|
2021-04-23 22:27:57, 568 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, თალაკვაძეს კინაღამ გალსტუკი მოვახიე
„ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, თალაკვაძეს კინაღამ გალსტუკი მოვახიე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრა იყო მძიმე და მოყვებოდა დისკუსია. „ყველა პუნქტს მოყვებოდა დისკუსია და პროტოკოლებია შედგენილი, რაზე იყო საუბარი და ვის რა პოზიცია ჰქონდა. პირდაპირ გეუბნებით, რომ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის თანდასწრებით გაიმართა შეხვედრა, იქ მივედი იმის გამო, რომ საბოლოოდ გამევლო საკითხები, მათ შორის ამ ამნისტიის დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგი: - და ყველა დამსწრე, ვინც იქ იყო, ვისთანაც უშუალო კონტაქტი გაქვთ, შეგიძლიათ, ყველას ჰკითხოთ, - მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი: „ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმება და ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ როდის შეიწყალებთ რურუას. ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და ეს უნდა ვიცოდეთ“. ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! მაგრამ იყო ძალიან მძიმე შეხვედრა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)