08:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 11:20:25, 424 ნახვა

საზოგადოება
„112“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე აღჭურვილობა - სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა.

აღნიშნული ტექნიკა  სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდება და მათი საშუალებით მოხდება როგორც შემომსვლელ, ასევე, გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

აღჭურვილობის შეძენა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ - ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics