10:08 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 20:08:12, 711 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას

„ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების მეორე გზაც არსებობს - ეს არის ამნისტიის კანონის შემუშავება.

„ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე ძალიან მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში.

პირველი ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და, რა თქმა უნდა, პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არ დაეთანხმება.

შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ერთად უნდა ვიმუშავოთ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებას და მიღებას რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics