13:04 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 10:46:13, 1114 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელის პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი

გერმანიის კონსერვატიული პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭომ კანცლერის თანამდებობაზე პარტიის ლიდერის, არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიის ლიდერს მხარი საბჭოს 77.5%-მა, ანუ 31-მა წევრმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა „ქრისტიანული სოციალური კავშირის“ წარმომადგენელმა, მარკუს სოდერმა აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ 9 ხმა მიიღო.

კენჭისყრის შედეგები „ქრისტიანული სოციალური კავშირისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ბლოკის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილება არ არის, თუმცა სოდერმა განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, არმინ ლაშეტი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics