03:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 12:09:09, 613 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის  გარდაცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი.  პარტია ,,ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული თამაზ ავდალიანი. იგი ერთგულად ემსახუროდა ქვეყანას და ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან.

ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

დეპუტატი თამაზ ავდალიანი გუშინ, ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics