14:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 20:26:51, 531 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - შარლ მიშელმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებით მიმართა | პარტიებმა კონსულტაციებისთვის დრო ითხოვეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ შარლ მიშელმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებით მიმართა.

მისივე თქმით, ახალი წინადადების გასაცნობად პარტიებმა კონსულტაციებისთვის დრო ითხოვეს.

„მოგესალმებით, ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ და ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. დღეს დღის პირველ ნახევარში, ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის, რომელიც ხაზს უსვამდა თუ რამდენად მნიშნელოვნად მიიჩნევს აშშ და ევროკავშირი შექმნილ ვითარებას.

ეს განცხადება აღნიშნავდა ასევე, რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისთვის.

და ეს უკვე მოხდა დღეს, შეთანხმების ტექსტი უკვე გამოქვეყნებულია. შეთავაზება არის წინადადება, რომელსაც პრეზიდენტი შარლ მიშელი დაბალანსებულად თვლის. და ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისთვის. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს მხედველობაში მივიღეთ, დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო.

ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები, რათა თავისი გადაწყვეტილებები გვამცნონ და საქართველოში შექმნილ კრიზისს ჰქონდეს დასასრული. და როდესაც სხვა პარტიის წარმომადგენლებიც გამოვლენ მათ  კომენტარებსაც მოისმენთ“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics