13:01 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 12:10:59, 1369 ნახვა

მსოფლიო
BBC - ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გარდაიცვალოს

BBC-ის ინფორმაციით, ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გარდაიცვალოს.

როგორც „ბიბისი“ მედიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ბოლოდროინდელი ანალიზის პასუხები მიუთითებს, რომ მას შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩერდეს გული ან თირკმლის უკმარისობა განუვითარდეს.

ნავალნის ექიმმა ვასილიევამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ბოლოდროს კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ალექსანდრე პოლიპანმა, რომელიც ნავალნის ერთ-ერთი ექიმი იყო, მოწამვლის შემდეგ , გამოაქვეყნა სისხლის ანალიზის შედეგები და თქვა, რომ მას სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ან იგი "მომდევნო დღეებში შესაძლოა გარდაიცვალოს".

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი, თებერვალში თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს.

ცნობილმა მწერლებმა, მხატვრებმა და მეცნიერებმა მიმართეს წერილით ვლადიმერ პუტინს, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნიმ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics