14:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 17:28:37, 685 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - გიორგი რურუას საკითხში პრეზიდენტს შეუძლია შეასრულოს გადამწყვეტი როლი და განმუხტოს სიტუაცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი ნახსენები არ არის და შესაბამისად, დოკუმენტი სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება.

როგორც მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რურუას საკითხში პრეზიდენტს გადამწყვეტი როლის შესრულება და სიტუაციის განმუხტვა შეუძლია.

„ამ დოკუმენტში საერთოდ არ არის რურუას საკითხი და რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვანი დოკუმენტი ვერ იქნება. რურუას საკითხში პრეზიდენტს შეუძლია შეასრულოს გადამწყვეტი როლი და შეიძლება მნიშვნელოვანწილად განმუხტოს ეს სიტუაცია ამ კონკრეტულ პუნქტთან მიმართებაში. ამის გაკეთება მას შეეძლო წინა თვეების განმავლობაშიც, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც გააკეთებს იმას, რაც არ გააკეთა წინა თვეებში და შეიწყალებს გიორგი რურუას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics