09:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 14:15:11, 538 ნახვა

საზოგადოება
„მიმიხედეთ მეუღლეს“ - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ბოდიშს იხდის

„მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ“, - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ნიკა წურწუმია, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოჯახს წერილობით შეტყობინებას უგზავნის.

გზავნილი თავდამსხმელმა მისივე უფლებადამცველს გამოატანა, რომელმაც დღეს წურწუმია  ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყენებს დუმილის უფლებას. ვისაუბრეთ არაერთ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მე ვუხდი ბოდიშს მისი და მთელი ოჯახის სახელით იმ ადამიანებს, ვინც იქ იმყოფებოდა. მეორე საკითხი იყო მისი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია გარკვეულ პირთა წრესთან.

როდესაც იგი შევიდა ბანკში ორი პიროვნება, მანდილოსნები, რომლებიც იყვნენ შეშინებულები დაუყონებლივ გაუშვა გარეთ. პროტესტის სხვა შედეგებზე მას არ უფიქრია. ახლაც კი, აქ დამიწერა ერთადერთი რაღაც, „მიმიხედეთ ჩემს მეუღლეს ძალიან მიყვარხართ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიარაღებული პირი, ნიკოლოზ წურწუმია შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით,  მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics