11:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 13:03:36, 413 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, აზეულას ქუჩაზე 7 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. მოეწყობა ველობილიკი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს. ასევე, დაგეგმილია გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

„ჩვენთვის მწვანე სივრცეების მოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მთაწმინდას კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ისარგებლებს, არამედ ზაფხულში ამოსული დამსვენებლებიც. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყება და დაახლოებით, ივნისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 500 000 ლარია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics