12:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 12:30:35, 1494 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კრემლი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი შეზღუდავს ქვეყანაში ამერიკული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მინისტრის თქმით, პირდაპირ ერევიან რუსეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში.

„თქვენ საუბრობთ, რომ 10 რუსი დიპლომატი შეიყვანეს სიაში და მათ აშშ უნდა დატოვონ. ჩვენ ამაზე პასუხს სარკისებურად გავცემთ. 10 ამერიკელ დიპლომატს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დავატოვებინებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

15 აპრილს ცნობილი გახდა ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ. იმავე დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების შესახებ.

შეზღუდვები შეეხო რუსეთიდან 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, „შეეცადნენ გავლენა მოეხდინათ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დეზინფორმაციითა და სხვადასხვა მავნე ქმედებებით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი მტკიცედ უპასუხებს ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics