14:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 18:51:28, 931 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი მოუწოდებს ოპოზიციას, მიბაძოს „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოაწეროს დანიელსონის დოკუმენტს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერით, სწორი მიმართულებით, სწორი ნაბიჯი გადადგა.

ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს გულისთვის, ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მმართველი გუნდის მაგალითს და მოაწეროს ხელი დოკუმენტს.

„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზადყოფნას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის, ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მმართველი გუნდის მაგალითს. ამასობაში,კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც არის შესამუშავებელი. ევროკავშირი კვლავ არის მზად, რომ დაეხმაროს საქართველოს ამაში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოაწეროს ხელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ ოპოზიციისთვისა და მმართველი გუნდისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics