11:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 17:21:21, 465 ნახვა

საზოგადოება
საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ ) ფინანსური მხარდაჭერით  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“  განახორციელა. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის   პროგრამის  დირექტორი  ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური  წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი  მარსელა  მაქსფილდი საგურამოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.

შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics