|
2021-04-15 16:40:57, 790 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთს სახელმწიფო ვალზე სანქციები დაუწესა - ვაშინგტონი 10 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის სახელმწიფო ვალზე ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმოასრლებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს შემდეგს: 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ შეიძინონ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნლი სიმდიდრის ფონდის მიერ გაცემული ახალი რუსული სასესხო ფასიანი ქაღალდები. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები ასევე გააძევებს ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს. ამასთანავე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის, სანქციები უწესდება 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ექვს რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც „მხარს უჭერენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების კიბერპროგრამას“ სანქციებს უწესებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)