12:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 12:46:18, 514 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს.

„უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, თუ როგორ არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები და ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი. კარგად ვარ, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება თბილისს“, - აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვაში თბილისის  მერი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკის  მშენებლობის პროექტსაც შეეხო და  დაინტერესებულ პირებსმოუწოდა, ჩაერთონ პროექტის განხილვაში.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ცენტრალური პარკის პროექტს. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს. ეს ტერიტორია საჩუქრად ივანიშვილების ოჯახისგან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და ამ პროექტსაც უშუალოდ ახორციელებს ფონდი „ქართუ“. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცესამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ჩართულობას, რათა რაც შეიძლებამეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადეოაბს პროექტთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და აშ. ასე რომ, ორშაბათიდან ჩვეულებრივად ვუბრუნდები სამუშაოს და ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics